გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: ისე არ ქნას კასიანოვმა, თავად დასჭირდეს საქართველოდან ევაკუაცია

25-01-2023

კასიანოვი, ამჯერად უკვე საკუთარ ხალხს ემუქრება, რომ მეორედ აქცევს ლტოლვილებად, ვისაც მისი ბოსების “დამსახურებით” ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება. საინტერესოა, ამ განცხადებამდე ერთ უკრაინელს მაინც თუ ჰკითხა აზრი, თუ იცის მათი ყოფის შესახებ?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ჩვენზე დიდი თანამდგომი უკრაინას არ ჰყავს. კასიანოვს და ზელენსკის ეს ნამდვილად არ აინტერესებთ, რადგან სხვა ბოროტი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ხალხმა ნამდვილად იცის, მათთვის რა უფრო ძვირფასია - ნახვეწარი და ძალით გადაცემული ტანკი თუ გულით გამოწვდილი დახმარების ხელი.

 

„კასიანოვი, ამჯერად უკვე საკუთარ ხალხს ემუქრება, რომ მეორედ აქცევს ლტოლვილებად, ვისაც მისი ბოსების “დამსახურებით” ერთხელ უკვე მოუწია იძულებით გადაადგილება. საინტერესოა, ამ განცხადებამდე ერთ უკრაინელს მაინც თუ ჰკითხა აზრი, თუ იცის მათი ყოფის შესახებ?! როგორ გრძნობენ თავს საქართველოში და როგორ თანაცხოვრობენ ქართველებთან?! კმაყოფილები არიან თუ არა უმოკლეს ვადებში უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნილი სკოლებით, მიწოდებული სამედიცინო სერვისებით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით, ხალხის მხრიდან გულწრფელი სოლიდარობით?! ამხნევებთ თუ არა თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში გადმოფენილი უკრაინის დროშები?! იღებენ თუ არა მსუყე შემოსავალს იმ ბიზნესიდან, რომელიც საქართველოში წამოიწყეს?! იციან თუ არა, როგორ ცხოვრობენ სხვა უკრაინელები ევროპის ქალაქებში კარვებსა და სახელდახელოდ მოწყობილ ლტოლვილთა ბანაკებში?! რა წყევლაა ეს უმადურება?! ჩვენი ლტოლვილები ვერ მიგვიხედია ღირსეულად, ბევრს დღემდე ჭერი ვერ მივეცით და ვერც მათი სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესეთ ამდენი წლის თავზე…

 

ამ დროს, მთელი ერი, ბერი და სახელმწიფო დავირაზმეთ უკრაინელების დასახმარებლად, ალბათ ეს იმიტომაც რომ საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი ეს ტკივილი, ვიცით რას ნიშნავს, როცა შენს მშობლიურ სახლ-კარს და ოჯახის წევრებს იძულებით ტოვებ… ჩვენზე დიდი თანამდგომი უკრაინას არ ჰყავს! კასიანოვს და ზელენსკის ეს ნამდვილად არ აინტერესებთ იმიტომ, რომ სხვა ბოროტი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ხალხმა ნამდვილად იცის, მათთვის რა უფრო ძვირფასია - ნახვეწარი და ძალით გადაცემული ტანკი თუ გულით გამოწვდილი დახმარების ხელი! ასე რომ, ისე არ ქნას კასიანოვმა თავად დასჭირდეს საქართველოდან ევაკუაცია!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930