გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოჯისტიკაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე? ორი ვარიანტია: უტყუარი ფაქტებით გააქარწლო ეჭვები ან სხვა თემით სცადო მისი გადაფარვა

25-01-2023

საზოგადოებრივი მოძრაობის - "ხალხის ძალა" წევრი, დავით ქართველიშვილი განცხადებას ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორ უნდა მოიქცე, როდესაც თვეების განმავლობაში აშშ-ის კონგრესსა და მედიასივრცეში არ წყდება უკრაინის დაბრალება მისთვის განკუთვნილი შეიარაღების ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ალბანეთის, სერბეთის „შავი ბაზრებიდან“ სულ სხვა მიმართულებით გადანაწილების თაობაზე? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც საინფორმაციო მედიასივრცე გვამცნობს, რომ ბრიტანეთის ექს-პრემიერ ჯონსონის ვიზიტი კიევში დაკავშირებული იყო მისი უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დადებული პირობების (დაპირებული პროცენტის მიღება მიწოდებულ შეიარაღებაში) ჩაშლის გამო უკმაყოფილებით, რასაც მოჰყვა კიდეც ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის გადადგომა? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან

 

2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან

 

2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ღია წყაროებიდან იგებ: უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის - შენი მეორე ვადით არჩევა გამორიცხულია, რასაც უკვე მოჰყვა ამ „გაჩერებისკენ გამიზნული მატარებლიდან" არესტოვიჩის გადმოხტომა? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან

 

2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ინფორმაციის ღია წყაროებიდან იგებ, რომ: პრეზიდენტის მეუღლე ელენა, დავოსის ფორუმზე დაკავებული იყო საოჯახო აქტივების (€2-4 მილიარდი) სარფიანი კაპიტალდაბანდების საკითხების მოგვარებით, რომ იგივე პროცესებით არიან დაკავებული - ერმაკი და პოდოლიაკი საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ხოლო არახამია - ამერიკაში? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან

 

2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც პრესაში ჟონავს ინფორმაცია, რომ FBI-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება ზელენსკისა და ერმაკის შესაძლო როლის თაობაზე ლიბანში, მალიზე, სუდანში, განაში, პაკისტანსა და მიანმაში როგორც მინიმუმ $2,5 მილიარდი ღირებულების „გრადის" ტიპის რეაქტიული სისტემების გაყიდვის ფაქტზე, სადაც „ქეშად" მოიხსნა სულ მცირე $500 მილიონი? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან

 

2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ინტერნეტიდან მოგდის ინფორმაცია, რომ აშშ-ში იანვრის თვეში ორპარტიული კონსენსუსის პირობებში შექმნილი განახლებული სამთავრობო კაბინეტი უკვე ახორციელებს უკრაინაში ოლიგარქებთან - ახმეტოვთან და ფირთაშთან მოლაპარაკებებს, ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების მიზნით? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;

 

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მედიიდან გესმის, რომ სწორედ ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს ომის შესაჩერებელი იმ ზავის ხელმოწერას, რომელიც ერთდროულად დააკმაყოფილებს ვაშინგტონს, მოსკოვსა და პეკინს? აქ ორი ვარიანტია:

 

1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან

 

2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა.

 

როდესაც ამ ორი ვარიანტიდან, შეუძლებელია პირველზე მკაფიოდ გაცემული პასუხების მოძიება ინფორმაციის ღია წყაროებიდან, რა გაეწყობა - ვეცადოთ მეორესთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები მაინც განვიხილოთ:

 

22 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააანონსა სერიოზული საკადრო გადაადგილებები;

 

„ავი ენების“ ინფორმაციით, საკადრო „ნიჩაბზე“ ზის ჩრდილში ისედაც დიდი ხნის მყოფი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი;

 

„გენერატორების სკანდალში“ გახვეული, თანამდებობედან გადაყენებული და დაპატიმრებული იქნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ ლოზინსკი ;

 

განცხადება წასვლაზე დაწერა ერმაკის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ;

 

ჯარის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სფეროში კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი;

 

თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსი სიმონენკომ;

 

დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა;

 

თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - ივან ლუკარიამ და ვისჩესლავ ნეგოდამ დატოვეს თანამდებობები;

 

დნეპრის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ - დატოვა თანამდებობა;

 

ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებს: ალექსანდრე სტარუხასა და იაროსლავ იანუშევიჩს, ასევე სუმების სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დმიტრი ჟივიცკის - შეუწყვიტეს უფლებამოსილება (ყველა - კირილ ტიმოშენკოს კადრია);

 

წასვლაზე განცხადება დაწერა კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ - დიდი ალბათობით პრეზიდენტის ოფისში ის სწორედ კირილ ტიმოშენკოს ჩაანაცვლებს;

 

საქართველო „აგრძელებს" უკრაინისადმი „არამეგობრული" პოლიტიკის გატარებას, რის გამოც ის იძულებული იქნება მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დახმარება გაუწიოს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდან - მართალია, მათი ნების კატეგორიულად საწინააღმდეგოდ.

ახლა კი ფინალური კითხვა: როგორ შეაფასებთ ამ და ჯერ კიდევ მიმდინარე „გადაფარვებს“, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან მოვლენებს რეალურად ჰქონდა და აქვს ადგილი? კითხვა - რიტორიკული იყო..." - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930