გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ხაბეიშვილის განცხადებაზე: „ოცნებამ“ რამოდენიმეჯერ მოგვიგო და კიდევ მოგვიგებს, უნდა განვითარდეს სწრაფი რევოლუციური პროცესი - ნაცმოძრაობის ასეთი კონკრეტული გეგმა, მისი დაარსების დღიდან ჯერ არ შემხვედრია

25-01-2023

„ერთადერთი კანდიდატი, ვინც 29 იანვრის არჩევნებში შედის კონკრეტული პარტიული საპროგრამო გეგმით, ლევან ხაბეიშვილია - იქნება რადიკალური მეთოდები, არჩევნებში ნაცმოძრაობის შესვლას აზრი არა აქვს, „ოცნებამ“ რამოდენიმეჯერ მოგვიგო და კიდევ მოგვიგებს“- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ.

 

„ერთადერთი კანდიდატი, ვინც 29 იანვრის არჩევნებში შედის კონკრეტული პარტიული საპროგრამო გეგმით - ლევან ხაბეიშვილია: იქნება რადიკალური მეთოდები მოხდება რკინიგზის გაფიცვა მოხდება პორტების გაფიცვა ხაბეიშვილი შევა ადამიანებთან ფიზიკურ ბრძოლაში არჩევნებში ნაცმოძრაობის შესვლას აზრი არა აქვს ოცნებამ რამოდენიმეჯერ მოგვიგო და კიდევ მოგვიგებს უნდა განვითარდეს სწრაფი რევოლუციური პროცესი ნაცმოძრაობის ასეთი კონკრეტული პარტიული გეგმა, მისი დაარსებიდან 21 წლის მანძილზე მე მაგალითად ჯერ არ შემხვედრია. რაც მთავარია - რეალისტური და განხორციელებადია. განსაკუთრებით - ბოლო პუნქტი, რომელსაც სამედიცინო ენაზე: "სწრაფი ეაკულაცია" ჰქვია. ჩასახვისუნარიანობის შედეგზე - ის უარყოფითად აისახება, თუმცა პროცესში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს მყისიერ სიამოვნებას ანიჭებს“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031