25-01-2023
რა შევარდნაზე იქაჩება, ნანახი მაინც არ გვქონდეს მისი "შევარდნა" მერიაში და მერე გულწასული მისი მობრუნება ან რევოლუციის დაანონსება რაღა იყო, ვისთან ერთად აპირებს პარლამენტზე შტურმს ცისკარიშვილთან თუ გოროზიასთან ერთად? ან ასეთ "პოლიტიკოსს" როგორ უნდა წამოგცდეს, ვერანაირ მოცემულობაში რომ ვერ უგებ "ქართულ ოცნებას," როცა ათი წელია გაყალბებაზე გაჰკივის ოპოზიცია და მისი არასამთავროები - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, კაცი რომ ასეთ განცხადებას გააკეთებს და მასზე დაიდება ფსონი, იმ პარტიის საქმე დამთავრებულია.
„აი ამ განცხადების გამკეთებელ კაცზე რომ დაიდება ფსონი, იმ პარტიის საქმე დამთავრებულია. ან რა შევარდნაზე იქაჩება, ნანახი მაინც არ გვქონდეს მისი "შევარდნა" მერიაში და მერე გულწასული მისი მობრუნება ან რევოლუციის დაანონსება რაღა იყო, ვისთან ერთად აპირებს პარლამენტზე შტურმს ცისკარიშვილთან თუ გოროზიასთან ერთად? ან ასეთ "პოლიტიკოსს" როგორ უნდა წამოგცდეს, ვერანაირ მოცემულობაში რომ ვერ უგებ "ქართულ ოცნებას," როცა ათი წელია გაყალბებაზე გაჰკივის ოპოზიცია და მისი არასამთავროები. მოკლედ იმაზე ცუდად არის საქმე, ვიდრე წარმოგვედგინა. იქით მელია, რომელსაც ჰგონია, რომ სიარულით უფრო ხალხმრავალი გამოჩნდება მიტინგი და აქეთ ხაბე“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.