გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა

25-01-2023

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა  და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. 


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს 2023 წლის მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB Berlin-ის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი. 


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად არსებობს მეგობრული, საქმიანი ურთიერთობები და აქტიური ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი ავიარეისი გვაქვს - აქ შვიდი მიმართულებით დაფრინავს ოთხი ავიაკომპანია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის. 


„ვფიქრობთ, რომ   ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ისე მთლიანად ევროპიდან ტურისტული ნაკადების ზრდას" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930