გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე „ვაშინგტონ პოსტის“ გამოცემაზე: გამაოგნებელია ასეთი განცხადებები, რას ნიშნავს ეს? ანუ ნატოში გაწევრიანება ვერა, მაგრამ ჯანდაბას და ძლიერი არმიის ფორმირებაში დაგეხმარებითო?

25-01-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ვაშინგტონ პოსტის“ გამოცემას ეხმიანება, რომლის ცნობით, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ნატოს ერთადერთი მთავარი ხიბლი და როლი, კოლექტიური უსაფრთხოება და პოტენციური ომის თავიდან აცილებაა და სხვა რას უნდა მოემსახუროს? მომავალ სამიტზე, ასეთ პასუხს გასცემენ უკრაინას?! აბა სხვა რას ემსახურება ეს განცხადება, თუ არა აზრის ფორმირებას?!

 

„რას ნიშნავს ეს? ანუ ნატოში გაწევრიანება ვერა, მაგრამ ჯანდაბას და ძლიერი არმიის ფორმირებაში დაგეხმარებითო? ნატოს ერთადერთი მთავარი ხიბლი და როლი, კოლექტიური უსაფრთხოება და პოტენციური ომის თავიდან აცილებაა და სხვა რას უნდა მოემსახუროს? ანუ მომავალ სამიტზე, ასეთ პასუხს გასცემენ უკრაინას?! აბა სხვა რას ემსახურება ეს განცხადება, თუ არა აზრის ფორმირებას?! ძლიერი არმიაო და ნატოს წევრობის მოლოდინში დაწყებულ ომში, უკრაინას რომ ატილასავით შეესია რუსის ჯარი და კოლოსალური სოციალურ-ეთნიკური კატასტროფა გამოიწვია ეგ როგორაა? ან ეს რესურსი და ძლიერი არმია საიდანღა უნდა შექმნან? ღმერთმა უწყის როდის დასრულდება ეს საშინელება და რა მასშტაბის იქნება ზარალი... უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930