25-01-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ვაშინგტონ პოსტი“ - ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში მიიჩნევენ, უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს.
„ძალიან დამაფიქრა აშშ-ს მთავრობის განცხადებამ. ეს რომ მაპატიეთ რიგითი ამერიკელი იყოს კიდევ ხოო, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ უკრაინისთვის მთავარი NATO-ს წევრობა კი არა ძლიერი არმიაა, ხოლო ყირიმის საკითხი კი შეიძლება გადაიდოს. ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ? რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს..“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.