გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: კასიანოვის განცხადება არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ არამარტო რუსეთი, არამედ უკვე დასავლეთიც აწარმოებს უკრაინის ხელით

25-01-2023

ძალიან ძნელია, კასიანოვის გუშინდელი განცხადება სერიოზულად აღიქვა, არადა ოფიციალური პირია და საქართველოში უკრაინის მთავრობის პოზიციას ახმოვანებს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩინურდანიძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

 

მისი თქმით, კასიანოვმაც და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმაც იციან, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელები მათ არ დაემორჩილებიან და უკრაინაში არ დაბრუნდებიან.

 

„კასიანოვის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენები აღდგება, ის უკრაინის მოქალაქეებს საქართველოდან გაიყვანს. ვეკითხებით მას - დაეთანხმება და გაჰყვება კი მათ უკრაინელი ხალხი საქართველოდან? თუნდაც ზელენსკის თხოვნის შემთხვევაში, წავლენ კი უკრაინელები საქართველოდან? ღრმად მჯერა, რომ არ წავლენ. საქართველოში მყოფ ბევრ უკრაინელს ვიცნობ და ვიცი მათი პოზიცია - რამდენადაც ვიცი, საქართველოდან არცერთი არ გავა. რატომ დასჭირდა კასიანოვს ამ განცხადების გაკეთება? განა თავად არ იციან, რომ უკრაინელები მათ არ გაჰყვებიან, განა თავად არ იციან, რომ მათი განცხადება აბსურდულია? ამას კონკრეტული მიზეზი აქვს: კასიანოვის განცხადება არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ არამარტო რუსეთი აწარმოებს, არამედ უკვე აწარმოებს დასავლეთიც უკრაინის ხელით“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930