26-01-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ ელდარ შენგელაიას სახით მსოფლიო კლასის რეჟისორი ჰყავს, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.
„90 წლის იუბილეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან რეჟისორს ელდარ შენგელაიას.
ელდარ შენგელაიას ღვაწლი ქართულ კინოხელოვნებაში განუზომელი და ფასდაუდებელია. მის შემოქმედებას, ასე საყვარელსა და საამაყოს ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში.
ელდარ შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის.
საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს მსოფლიო კლასის რეჟისორი, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.
ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს დიდ რეჟისორს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.