27-01-2023
დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.
„დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას.
განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.
ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
16-11-2024
16-11-2024