გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიაში გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023“ წარმოდგენილ ქართულ სტენდს საერთაშორისო პრესაში გამოხმაურება მოყვა

27-01-2023

 „ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“,- ასეთი შეფასება გააკეთა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023) ქართულ სტენდთან, სადაც მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა,-  აღნიშნულია გერმანულ გამოცემაში Allgemaine Zeitung. 


ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდია წარმოდგენილი.


სტენდზე 16 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას გამოფენის დამთვალიერებელს აცნობს. მონაწილე კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.


აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ  გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების  განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.


ქართული სტენდი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, გერმანიის მწვანე პარტიის ლიდერმა, ჯემ ოზდემირმა, ბერლინის მერმა, გერმანიის სოციალ დემოკრატების პარტიის წევრმა, ფრანცისკა გიფეიმ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკიმ დაათვალიერეს. სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, ქართული პროდუქცია გააცნო და ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძები დააგემოვნებინა.


ჯემ ოზდემირმა და ფრანცისკა გიფეიმ ერთხმად აღიარეს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ კერძებს შორის, ქართული ხაჭაპური განსაკუთრებულად გემრიელი იყო, ხოლო ღვინის სამშობლოში, საქართველოში ჩამოსხმულ ღვინოს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.


ქართულ სტენდზე სტუმრობის დროს, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.


გამოფენაზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმატებას საერთაშორისო პრესაც გამოეხმაურა; არაერთი მედიაგამოცემა:  Allgemaine Zeitung, Merkur, Bietigheimerzeitung, Stuttgarter-zeitung, Badische-zeitung, Morgenpost, Tageszeitung ქართული პროდუქციის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031