გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილმა ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით - ის არის აგენტი, მოქმედებს სხვისი გეგმების და კარნახის მიხედვით

28-01-2023

სააკაშვილმა ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით - ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „გამორიცხული არ არის, ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი.

 

„სააკაშვილმა ეს აღიარება სიბრიყვით გააკეთა თუ პატრონებს მესიჯი გაუგზავნა, მიშველეთ თორემ ყველაფერს ვიტყვიო, ეს მეორეხარისხოვანია. აქ მთავარი ერთი რამ არის - მან ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით - ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით. ეს არის უმძიმესი ფაქტი - ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი. რა მნიშვნელობა აქვს ვისი? როცა გახაზული ხარ, არასოდეს სამშობლოს ინტერესებს არ გაატარებ, ყოველთვის დავალების შემსრულებლად დარჩები. ამაზე დიდი ტრაგედია არაფერია!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930