გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

28-01-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


ოთარ შამუგიამ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე  და არსებულ შედეგებზე ისაუბრა.


„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან ნაბიჯები გადაიდგას, რათა აგროდაზღვევის პროგრამა უფრო მეტად იყოს მორგებული როგორც ფერმერთა, ისე სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესებზე. საჭიროებების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება პროგრამას მეტად მოქნილს გახდის, რაც, თავის მხრივ, გაზრდის  პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას და ხელს შეუწყობს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის მაქსიმალურად შემცირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.


შეხვედრას „ალდაგის“, „თიბისის“, „არდის“, „ნიუ ვიჟენისა“ და „პრაიმის“ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციებისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ, ,,აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2022 წლებში,  64,563  ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 149,880 პოლისი. დაზღვეულ იქნა 1,180,236,992 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 139,031.91 ჰა მიწის ფართობი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 99,544,506 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,101,164 ლარი. ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67,700,161 ლარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30