გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მარიკა ლორთქიფანიძის სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი

8-01-2018


 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

 

 როგორც გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.

 

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

 

ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი.

 

სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელ საქართველოს”-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30