გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

31-01-2023

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა.


მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თავად ააწყვესარქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები.

მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს.


ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. თიბისი კონცეპტში წარმოდგენილ გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.


ექსპოზიციაზეწარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელირეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს. 


პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.


გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის და ხელახლა გააზრების ინიციატორი, თიბისია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930