გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა

31-01-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს,  ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა. 


გავლენიანი  კანადელი და ბრიტანელი  კონსულტანტების საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს  ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს. 
მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში  მათ შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე  ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ. 


ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია წამყვანი კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ. 


„საქართველოს ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში დავიწყეთ კონკრეტული ლოკაციების მენეჯერების აყვანა სამიზნე ბაზრებზე. ჩვენ მიზანია, რომ  საქართველოში კიდევ უფრო მეტი ბიზნესი მოვიზიდოთ, მეტი ინვესტიცია განხორციელდეს და ცნობილი კომპანიები შემოვიყვანოთ. ამისთვის კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებიან წამყვან კომპანიებს, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ და ეძებენ ახალ ლოკაციებს. საქართველო მათთვის ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობენ ხელს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 


აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში საკუთარი ოფისები გახსნეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებციაა „კონსენტრიქსი" და „მაჯორელი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930