გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს

31-01-2023

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook- გვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

მათი განმარტებით, საქართველომ ახალი ინდექსის მიხედვით 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ახალი ინდექსის მიხედვით წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, „მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ“ და ა.შ.


✅ #სინამდვილეში, საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღნიშნული სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან თანაბარი შედეგი აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი უპირატესობით უსწრებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც საქართველო უსწრებს ან თანაბარი ადგილი აქვს:
საქართველო - 41-ე ადგილი
1. ჩეხეთი - 41
2. იტალია - 41
3. სლოვენია - 41
4. პოლონეთი - 45
5. სლოვაკეთი - 49
6. კვიპროსი - 51
7. საბერძნეთი - 51
8. მალტა - 54
9. ხორვატია - 57
10. რუმინეთი - 63
11. ბულგარეთი - 72
12. უნგრეთი - 77


ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები:


საქართველო - 41-ე ადგილი
1. მონტენეგრო - 65
2. ჩრდ. მაკედონია - 85
3. მოლდოვა - 91
4. ალბანეთი - 101
5. სერბეთი - 101
6. თურქეთი - 101
7. ბოსნია და ჰერცოგოვინა - 110
8. უკრაინა - 116“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930