გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო 41-ე ადგილზეა, მოლდოვა 91-ზე, უკრაინა 116-ზე, თუნდაც, მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა

31-01-2023

იმ უცხოელი ჩინოვნიკების გასაგონად, ვინც საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს: 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო 41-ე ადგილზეა, მოლდოვა 91-ზე, უკრაინა 116-ზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მისივე თქმით, თუნდაც, მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა და იმედია მომავალში მაინც არ დაუშვებენ მსგავს შეცდომებს.

 

„იმ უცხოელი ჩინოვნიკების გასაგონად, ვინც საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს: 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა, მოლდოვა 91-ზე, უკრაინა 116-ზე, აზერბაიჯანი 157-ზე, რუსეთი 137, სომხეთი 63-ე ადგილზე და ა.შ. თუნდაც, მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა და იმედია მომავალში მაინც არ დაუშვებენ მსგავს შეცდომებს“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930