გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

31-01-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისაგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 384 ოჯახს სამშენებლო მასალა გადაეცემა. გადაიხურება 2 მრავალბინიანი სახლი, 3 ადმინისტრაციული შენობა.ჯამში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად 2 500 000 ლარი გამოეყო.

 

-დღეს შემოვიდა კერძო სახლების სახურავები და ხის მასალა. ეტაპობრივად დაიწყება გაცემა და რამდენიმე დღეში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჩვენს მუნიციპალიტეტში სრულად აღმოფხვრილი იქნება - აღნიშნა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

 

ქალაქის ტერიტორიაზე თუნუქის დარიგება უკვე დაიწყო. სამუშაოებს ლანჩხუთის მერი საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად გაეცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930