1-02-2023
„დღეს "ნაცტელევიზიებმა" ახალი ვითომ "სკანდალური " ინფორმაცია გვამცნეს, თურმე ბათუმის პოლიციაში სასტიკად უწამებიათ და საშინელ დღეში ჩაუგდიათ პოლიციელებს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიცია მისმა საკუთარმა დედამ გამოიძახა, რადგან შვილი მოკვლით ემუქრებოდა. გამოძახებულ პოლიციის თანამშრომელს დაკავებისას სახეში თავი ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დღეს "ნაცტელევიზიებმა" ახალი ვითომ "სკანდალური " ინფორმაცია გვამცნეს, თურმე ბათუმის პოლიციაში სასტიკად უწამებიათ და საშინელ დღეში ჩაუგდიათ პოლიციელებს. ამ „მოქალაქეს“ ალბათ ნახევარი ბათუმი იცნობს, ისიც იციან, რომ არაერთი მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის, მკვლელობის მცდელობისთვის და ა.შ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიცია მისმა საკუთარმა დედამ გამოიძახა, იმიტომ რომ შვილი მოკვლით ემუქრებოდა... საკუთარ დედას კლავდა რაღაც მიწის ნაგლეჯის გამო.... გამოძახებულ პოლიციის თანამშრომელს დაკავებისას სახეში თავი ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გაგიკვირდებათ და ასეთ „კანონმორჩილ მოქალაქეს“ პოლიციის თანამშრომლებმა ბორკილები დაადეს. დანარჩენზე კი მიდის გამოძიება და გაირკვევა დეტალები“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024