1-02-2023
„სასჯელის აღსრულების პროცედურა გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც შესაბამისობაშია უმაღლეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ ვიმოქმედებთ მოწოდებებით", – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო შეუძლებელია, არა კანონის, არამედ მოწოდებების შესაბამისად მოქმედებდეს.
„ჩვენ თუ ვიმოქმედებთ მოწოდებებით და განცხადებებით, ვერ ვიქნებით სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის ფარგლებიდან არ გავალთ, რაოდენ დიდიც უნდა იყოს მოწოდებები", – თქვა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობა ძალიან ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან, მოწინავეა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის კუთხით და განუხრელად იცავს საერთაშორისო ხელშეკრულებების სულისკვეთებას.
16-11-2024
16-11-2024