2-02-2023
გავრცელებულ ჩანაწერში სკანდალურს ვერაფერს ვხედავ, პირიქით - ბატონი აბაშიძე, აკადემიურ და დიპლომატიურ ჩარჩოებში, საქართველოს უფლებებს ღირსეულად იცავს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, აბაშიძე-კარასინის ჩანაწერისა და რადიკალების სპეკულაციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძის საუბარში ჩანს, რომ საქართველო არა სხვა ქვეყნების მოთხოვნების მიხედვით, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
„ეს ყველაფერი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჰგავს - ამ საუბარში არაფერი სკანდალური არაა. აბაშიძე საქართველოს ინტერესების აბსოლუტური დაცვით პასუხობს კარასინს, რომ ისედაც აპირებს საქართველო საზღვარზე ტვირთბრუნვის გამტარუნარიანობის გაზრდას და ეს გეგმის მიხედვით ხორციელდება. არ პასუხობს და არ ემორჩილება კარასინის მოთხოვნას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას დამატებითი პუნქტები. რა გამოდის ამ საუბრიდან? საქართველო არავის მოთხოვნის გათვალისწინებით არ უხვევს თავისი განვითარების გზიდან“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.