3-02-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს დალი კვერენჩხილაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
"ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, ვულოცავ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭებას. მადლობას ვუხდი იმ გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის, რასაც 44 წლის განმავლობაში ეწევა. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ დალის!" - აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
საპატიო ჯილდოს მინიჭება დამსახურებულ პედაგოგს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნინო ჩიტაძემ მიულოცეს.
16-11-2024
16-11-2024