სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორის, კახა სამხარაძის განცხადებით, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რაც პრემიერმა დააკმაყოფილა.
მისი თქმით, პოსტიდან წასვლა ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა.
„განცხადება გაკეთებული მქონდა ზეპირსიტყვიერად, რომ ვაპირებდი წასვლას, არ ვიცოდი დააკმაყოფილებდა თუ არა პრემიერი. დღეს აღმოჩნდა, რომ დააკმაყოფილა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით.
ეს გადაწყვეტილება ოჯახური პირობების გამო მივიღე. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს და ვერ ვაქცევდი მათ ყურადღებას“- განაცხადა სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობდა დღეს ხუთმა გუბერნატორმა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.