გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა არეშიძე: უცხოელი დიპლომატები გიორგი მარგველაშვილის სკანდალებზე გვწერენ

26-07-2018

ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტისას სკანდალური ფაქტების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა წერილობით აცნობეს. 
როგორც არეშიძემ "პოსტვ"-ის გადაცემა „მედიარენტგენში“ განაცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია ევროპელმა ექსპერტებმა მიაწოდეს.

არეშიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ისეთი ქმედება არ უნდა ჩაიდინონ, რომელიც ქვეყნის პრესტიჟს შელახავს.
„პატარა სკანდალუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მომისმენია ჩემი კოლეგებისგან, განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის წარმომადგენლებისაგან. ისინი ამ ფაქტებს უყურებენ გამადიდებელი ლუპით. შეიძლება პოლონელმა ექსპერტმა გაატაროს რაღაც, მაგრამ შვეიცარიელი და ავსტრიელი ამას არასდროს გაატარებს. გარდა ამისა, მათვე შემატყობინეს, რომ დიპლომატიური წყაროების მეშვეობით რამდენიმე წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოგზავნილია. მე მოვიკითხე, შინაარსი მაინტერესებდა, რა გააკეთა ამისთანა, მაგრამ ცოცხალი თავით, არ მოგვცეს ეს წერილები. ამდაგვარი ფაქტები ნამდვილად არსებობდა და ამის თაობაზე დიპლომატიური წყაროებიდანაც იყო შეტყობინებები.
არც პრემიერმა და არც მინისტრმა ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც ქვეყნის პრესტიჟს შელახავს. არა მხოლოდ პრეზიდენტს, მთავრობის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხებოდეს პასუხი მსგავს ქმედებებზე, თუმცა პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია, განსაკუთრებული ვალდებულება. 

გადაცემა „მედიარენტგენში“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტების შესახებ ჟურნალისტმა ქეთი ხატიაშვილმა რამდენიმე ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, არსებობს მთვრალი მარგველაშვილის კადრები. ამასთან, ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ვიზიტისას, სასტუმროში სიგარეტის მოწევის გამო დააჯარიმეს, ჯარიმა კი საქართველოს ბიუჯეტიდან გადაიხადეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031