გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

8-02-2023

2023 წლის თებერვალში ევროკომისია დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.


შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.


„2023 წლის თებერვალში ევროკომისია უკვე დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ამ მხრივ უკვე არსებული მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების, 2023 წლის 3 თებერვლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური სექტორული ანგარიშისა და მიმდინარე წელს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გათვალისწინებით, ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.


ამრიგად, შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.


იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს."- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930