გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო სამ წელში საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით 11 827 პირმა მიიღო

8-01-2018


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესთან დაკავშირებით შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის უფლების მოპოვების შემდგომ, ინტერესი ქართულ პასპორტებზე უფრო მეტად გაიზარდა.

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო, აღდგენის, ჩვეულებრივი, გამარტივებული და სპეციალური წესის შედეგები შეაჯამეს. შეფასების პერიოდი ეხებოდა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის მდგომარეობით შედეგებს. შესწავლილი მასალის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა 11 827 პირს, მათ შორის 9898 პირს, რომელიც საქართველოს ყოფილი მოქალაქეა, საქართველოშია დაბადებული ან მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, მშობელი) საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში დაბადებული პირია. საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობის მინიჭების სტარტისტიკა ასეთია: 2017 წელს - 2939, 2016 წელს - 4597 და 2015 წელს - 4291. ამასთან, მოქალაქეობა აღდგენის წესით, ბოლო სამ წელიწადში, სულ მიიღო 87 პირმა, ჩვეულებრივი წეისთ - 44 პირმა, გამარტივებული წესით - 130 პირმა, ხოლო სპეციალური წესით - 11 პირმა.

 

 საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა პირმა შეიძლება მოიპოვოს დაბადებით და ნატურალიზაციით. ასევე, „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ნატურალიზაციის სახეებსაც, რომელიცაა - ჩეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო და აღდგენითი. რაც შეეხება საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღებას, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ წესით საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობა მიენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუკი მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ასეთი ინტერესები შეიძლება გამომდინარეობდეს სამეცნიერო, კვლევითი, ეკონომიკური საქმიანობიდან, რაც წარმოადგენს მნიშნელოვან სტიმულს ქართული სახელმწიფოსთვის. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების მსურველი პირის ცოდნის დონის შემოწმება ხდება ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში, ტესტირების გზით. ტესტები შედგენილია „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის“ მოთხოვნით შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, წარმოადგენს დახურული ტიპის ტესტებს და არ არის საჯაროდ ხელმისწავდომი.

 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვება და ინტერესი ქართული პასპორტის მიმართ. ორგანიზაცია აღნიშნულს ცალსახად დადებითად აფასებს, თუმცა საუბრობს მომატებულ რისკებზეც.  კერძოდ, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში, უფრო ფრთხილი დამოკიდებულება მართებს, რამდენადაც მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პირთათვის პოლიტიკური უფლებების გადაცემას და პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს ინტერესებთან.

 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის სექტემბერში მიმართა. უწყების მხრიდან ორგანიზაციამ ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში მიიღო. თემაზე ორგანიზაციის იურისტი, გიორგი ლაბაძე მუშაობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930