გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ოქტომბერი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ხე-ტყის დაცვის პრობლემას ერთი უწყება ვერ მოერევა

26-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხე-ტყის დაცვის საკითხს მხოლოდ ერთი უწყება ვერ გაართმევს თავს.
მისივე თქმით, რამდენიმე შესაბამისმა უწყებამ - საგამოძიებო სამსახური, შსს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, კოორდინირებულად უნდა იმუშაოს.

„ერთი უწყება ამას ვერ მოერევა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობის გაძლიერება არის გეგმის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რეფორმის ნაწილი, მაგრამ მომავალი წლიდან ქმედითი იქნება. აქ ყველა უწყება, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, შსს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, ყველა კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვიყოთ. გამოწვევა მართლაც დიდია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ია ტყე და რამდენი ათასი ადამიანი შეიძლება გვყავდეს, რომ ეს ყველაფერი დაიცვას, თუ შენ არ გაქვს სწორი მიდგომები, ამიტომ მათ შორის ტექნიკური საშუალებები, აღსრულების მექანიზმები, ჩვენი მხრიდან მზადყოფნა მაქსიმალურად დიდი უნდა იყოს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031