გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში, მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

10-02-2023

ონის მუნიციპალიტეტის მერის - სერგო ხიდეშელის ინიციატივით მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.
აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 5 სტუდენტზე სტიპენდიის გაცემას (პირველი საფეხურის ოთხი სტუდენტი და მეორე საფეხურის ერთი სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასები, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე საფეხურზე მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.
სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტთა ნუსხის და კონკურსის ეტაპების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით მითითებულ ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031