გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა

13-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა. 


დუბაიში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გუნდის ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებაში კლაუს შვაბის განსაკუთრებულ პირად წვლილს და აღნიშნა, რომ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და  კონკრეტული შედეგების მომტანი იყო ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. 


ირაკლი ღარიბაშვილმა კლაუს შვაბს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონიმიკური ზრდა და სტაბილური გარემო უზრუნველყო. 


ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და კლაუს შვაბმა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე  ისაუბრეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30