8-01-2018
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»-სთვის მიცემულ ინტერვიუში 2017 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ ისაუბრა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომლის ქვესათაურია „მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილი და თავსლაფის დასხმა უკრაინისათვის“
-------
- ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, ეს განუწყვეტელი „მიხომაიდანი“ - ახალი სიტყვაა უკრაინის პოლიტიკურ პრაქტიკაში თუ ქვეყნის აგონიაა?
- ეს უკრაინელი ხალხისათვის სირცხვილი და თავსლაფის დასხმაა: გარედან მისული კაცი პოლიტიკური პროცესების საჭესთან დგას და სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს, ჭუჭყიან თამაშებშია ჩაბმული, მხოლოდ ანგრევს და არ აშენებს. მიხეილ სააკაშვილი პრობლემას წარმოადგენს ქართველი ხალხისთვისაც. პრობლემა იმაშია, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გაპიარებული ქართველია მსოფლიოში და მისი არაადექვატური ქცევის მიხედვით მსჯელობენ ქართველი ხალხის შესახებ.