გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ხალხის ძალის “ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რადიკალთა უსაგნო კრიტიკა მოჰყვა, თუმცა, ევროპარლამენტშიც მსგავსი კანონის დამტკიცებას ითხოვენ

15-02-2023

„ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე წერს.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ თემაზე ვრცელი სტატია გამოცემა „Euroactiv”-მა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღებაზე. გია აბაშიძის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბრიუსელში გამართულ დებატებზე, აღნიშნულ საკითხზე ყურადღება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი პარტიის - „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა გაამახვილა, ხოლო საქართველოში, „ხალხის ძალის“ მსგავს ინიციატივას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, კანონპროექტს კი „რუსული“ უწოდეს.

 

„14 თებერვალს, „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. ინიციატივას რადიკალთა უსაგნო კრიტიკა მოჰყვა უწოდეს რა კანონპროექტს "რუსული". თუმცა, ქართული მეხუთე კოლონის "აზრის გიგანტების" ერუდიციის დიაპაზნი რომ უკიდურესად ლიმიტირებულია, არაა ახალი ამბავი. Foreign Agents Registration Act (FARA) 1938 წელს მიიღეს აშშ-ში უფრთხოდნენ რა ფაშისტური პროპაგანდის გავრცელებას. FARA არის უცხოელი ლობისტებისა და აგენტების რეესტრი შეერთებულ შტატებში.

 

მსგავსი კანონები მოქმედებს ისრაელში, ავსტრალიაში, უნგრეთში. ამჟამად ბრიტანეთის პარლამენტში მიმდინარეობს მსგავსი ნორმატიული აქტის განხილვა. ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის, 'კატარგეითის' კვალობაზე ბრიუსელში განიხილავენ FARA-სნაირი კანონის დამტკიცებას. 13 თებერვალს, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მოითხოვეს გამჭვირვალობის ახალი კანონები, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების კანონმდებლობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების აქტორების გავლენისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით. ორშაბათს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" "ნათესავის", ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დეპუტატმა მონიკა ჰოლმაიერმა, რომელიც საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს თავმჯდომარეობს, მოუწოდა შეიქმნას „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ევროკავშირის ექვივალენტი FARA“.

 

 „EPP ჯგუფი არ არის წინააღმდეგი ორგანიზაციებისა, რომლებიც თამაშობენ წესებით და აკეთებენ ძალიან სასარგებლო, ღირებულ საქმეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვებრძვით მათ, ვინც არ არის გამჭვირვალე, ბუნდოვანი დაფინანსებით და უკანონო ქმედებებში მონაწილეობით. ისინი არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ისინი ჩვენი დემოკრატიის მტრები არიან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ჰოლმაიერმა. რა ზუსტად აღწერა ევროპელმა პარლამენტარმა ჰოლმაიერმა ის სუბიექტები, რომლებიც ასეთ კანონებს ეწინააღმდეგებიან - "ისინი არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ისინი ჩვენი დემოკრატიის მტრები არიან" - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930