16-02-2023
ღამის კურიერის ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მის მიერ გაკეთებული განხცადება განმარტა, სადაც იგი ბოლო ორი კვირის მანძილზე ფრონტის ხაზზე რუსეთის უპირატესობაზე საუბრობდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტზე მითითებით, მან წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს.
"ომში იყო გარკვეული ეტაპი, როდესაც უკრიანამ მოახერხა გარდატეხის შეტანა და ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს, ეს იყო ხარკოვის და ხერსონის ოლქის ნაწილები. ეს ორთვენახევრის მანძილზე გაგრძელდა. უპირატესობა ჰქონდა უკრაინას ეს იყო ფაქტი მაშინ. ამის შემდეგ დგება ახალი წელი და იანვრიდან გაგრძელდა საომარი მოქმედებები. ნახეთ ნებისმიერი სანდო წყარო, იანვარ-თებერვალში უკრაინელებს დასახლებული პუნქტები არ აუღიათ და რუსეთმა ბევრი დასახლებული პუნქტი აიღო - ეს არის მოცემულობა რაც არის ფაქტი.
როდესაც რუსეთი ძალას იკრებს, ამ შემთხვევაში საქართელოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად?!
აქედან ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ცარიელი სიყალბე. ეს განცხადება იყო ჩემი წუხილი, ჩვენ ჩვენი ამბავი გვაწუხებს და წუხილია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიმართ ინტერესი იზრდება, რომ ქვეყანა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.
ამ დონის სიყალბე და სიცრუე ჩვენ არ გვიკვრის მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მე ვთქვი უტყუარი ფაქტი, რასაც ამბობს ბრიტანული დაზვერვა, ამერიკული დაზვერვა და ა.შ აქაც წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს. ეს ვინმემ, როგორ შეიძლება აღიქვას როგორც გულშემატკივრობა?,- აცხადებს კობახიძე.