გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ნედ პრაისის განცხადება შეურაცხმყოფელია - აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორია, მაგრამ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფაქტების გარეშე გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის მიუღებელია

16-02-2023

ამერიკის კანონმდებლობასთან შედარებით, ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბევრად შევარბილეთ და არავის არაფერს არ ვუზღუდავთ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.


ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს.


„რაც შეეხება კანონპროექტის არსს და იმას, რომ ის კავშირში არ არის ამერიკაში არსებულ კანონპროექტთან... მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს. ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამერიკულ კანონპროექტთან მიმართებაში, თუ რამდენად შეესაბამებოდა მას ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენ შეგვიძლია, ფაქტებზე დაყრდნობით, ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას. ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით, ჩვენ ბევრად შევარბილეთ ჩვენი კანონპროექტი და შეუძლია, თავად განსაჯოს ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რას ვგულისხმობთ. ჩვენ არავის არაფერს არ ვუზღუდავთ.


პირიქით, აქაა დემოკრატიაზე, გამჭვირვალობაზე საუბარი და მე მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. დიდაქტიკური ტონი და ფაქტების გარეშე გაკეთებული განცხადებები, რომ ვიღაცის უფლებები იზღუდება, მიუღებელია. მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს, რას გულისხმობს“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930