გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება

16-02-2023

დღეს ამერიკელები სრულად აკონტროლებენ ევროპაში პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და მედიას. როდესაც კეტავ სიტყვის თავისუფლებას, ყველაფრის გაყიდვა შეგიძლია. ასე მარტივად გაყიდეს მათ შარშან ევროპის თვითგანადგურებაც, რაზეც ევროპულ ისტებლიშმენტთან ერთად, ევროპის მოსახლეობასაც იოლად მოაწერინეს ხელი - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.


მისი თქმით, ევროპარლამენტი, რომელიც ევროპული აგენტოკრატიის ყველაზე სათაკილო რგოლია, თავისი რეზოლუციებით სწორედ ამერიკელების პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება.

 

„თუმცა, ისინი იმას ვეღარ თვლიან, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ამ პირობებში, საქართველოში მათი გეგმების რეალიზება ისეთი მარტივი აღარ არის, როგორც ეს 2012 წლამდე იყო. თავისუფალი მედიის პირობებში ვეღარ გაყიდი აზრს, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი ან ვალერი გელაშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია. ნებისმიერ ასეთ სიცრუეს თავისუფალი მედიის წყალობით საქართველოში მარტივად გაეცემა პასუხი. ბოლოს, ვიტყვი, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, თუ ამ ინტერესების სადარაჯოზე თავად ამ ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება არ დგას.

ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე არავინ იზრუნებს, თუ ეს ჩვენ თავად არ გავაკეთეთ. ჩვენი ბედი სხვისთვის რომ მიგვენდო, შარშან და წელს საქართველოში ჯერ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, შემდეგ კი, ცხელი ომი გვექნებოდა გარანტირებული. აგენტოკრატიის პირობებში ქვეყნისთვის უმძიმესი ზიანი გარდაუვალია, რაც 2004-12 წლის გამოცდილებამ ყველაზე კარგად გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამერიკელების თამაშებს არ ავყვეთ, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და ქვეყანა მათი აგენტურის ხელით გასანადგურებლად არ გავწიროთ. ილია ჭავჭავაძის შეგონება - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, არამედ ჩვენი იდენტობის გულის გული“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930