გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ადგილობრივები ჩამოწერენ საკუთარ ხედვებს, რასაც მთავრობა განიხილავს

27-07-2018

რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთს ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს.
მისივე თქმით, ადგილობრივები საკუთარ ხედვებს ჩამოწერენ, რასაც მოგვიანებით მთავრობის წევრები განიხილავენ. 
„ხაიშიდან მოყოლებული სვანეთის ქედი არის უმდიდრესი თავისი ბუნებრივი რესურსებით, აქედან გადადის გზა ტობავარჩხალზე და ის პრაქტიკუალად არის ქედზე, საიდანც გადავდივართ სამეგრელოში და იქ არის ულამაზესი ადგილები. აქეთ მხარესაც არის ულამაზესი ადგილები. 
ეს ყველაფერი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად სვანეთისთვის, სამეგრელოსთვის, ლეჩხუმისთვის. ეს ყველაფერი არის ალტერნატივები, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მთელ ამ ხეობებს ექნებათ ძალიან დიდი პოტენციალი.
თუმცა რჩება პრობლემა, რა ვუშველოთ ამ წუთში ამ ზამთარს, ადამიანებს, რომლებიც ელოდებოდნენ შემოსავალს ამ ხე-ტყიდან და ამაზე უნდა ვიფიქროთ მთვარობის წევრებთან ერთად, რომელთა ერთადადაც ჩამოვალთ დაახლოებით ერთ კვირაში. კვირას ადგილობრივები ჩამოწერენ საკუთარ ხედვებს, რომელსაც განვიხილავთ მთავრობის წევრებთან ერთად“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების გამოვლენის მიზნით სვანეთში შემოწმება უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ჭუბერისა და ხაიშის თემის მოსახლეობამ მათ ხეობაში შესვლის უფლება არ მისცა, რასაც სპეცრაზმსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოაგვიანებით ხეობის მკვიდრებმა დაშლის გადაწყვეყილება მიიღეს და გზა, რომელიც პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნეს. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031