გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს შეხვდა

18-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელს, ხათუნა ზალდასტანიშვილს შეხვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთისმთავრობას თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასების დოკუმენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ შვედეთის მხარესთან კოორდინაციით მოხდა ე.წ. დარუკება. მაკროეკონომიკის და სექტორალურ დონეზე შესწავლილი იქნა თუ როგორია ცირკულარობის დონე. შემდეგ ეტაპზე შემუშავდება სტრატეგია.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სწორედ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ასევე კერძო სექტორის გაძლიერება. საუბარი შეეხო ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.


„საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები განვიხილეთ. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი ხედვები, მოსაზრებები და მათგან საუკეთესო ვერსიაზე შევჯერდებით“, - აღნიშნა შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში, ერიკ ილესმა.


ალექსანდრე დარასმა ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა  და აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031