გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: პარტიულ მიტინგებს უკრაინის და ევროკავშირის საფარით ფუთავენ, იმედი აქვთ, რომ ხალხი ამ ანკესზე წამოეგება

18-02-2023

ჩაძირული ნაციონალური მოძრაობა და მისი გოიმი „ლიდერი“, კეზერაშვილის ხაბეიშვილი ვირეშმაკობენ – “აქციებისთვის ემზადებიან და ამ აქციებს უკრაინის და ევროპის „ატრიბუტიკით“ ფუთავენ. რამდენიმე დღის წინ რაღაც ვიდეო კადრები გაავრცელეს, აქაოდა სამზადისი გვაქვსო. დააკვირდით ამ ფოტოს, დაამზადეს ბანერი, რომელზეც უკრაინის და ევროკავშირის დროშები ამობეჭდეს და ხალხს „აბოლებენ“, ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდეთო”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი არაფერია, თუ არა აქციების ჩავარდნის პანიკური შიში.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე მათივე მხარდამჭერები არ დადიან, რადგან „უტყდებათ“კრიმინალების და გოიმების გვერდზე დგომა, ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ვირეშმაკობა და უკრაინისა და ევროკავშირის თემით მანიპულირება.


„ჩაძირული ნაციონალური მოძრაობა და მისი გოიმი „ლიდერი“, კეზერაშვილის ხაბეიშვილი ვირეშმაკობენ – აქციებისთვის ემზადებიან და ამ აქციებს უკრაინის და ევროპის „ატრიბუტიკით“ ფუთავენ. რამდენიმე დღის წინ მათ რაღაც ვიდეო კადრები გაავრცელეს, აქაოდა სამზადისი გვაქვსო. დააკვირდით ამ ფოტოს, დაამზადეს ბანერი, რომელზეც უკრაინის და ევროკავშირის დროშები ამობეჭდეს და ხალხს „აბოლებენ“, ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდეთო. ეს ნაბიჯი არაფერია, თუ არა პანიკური შიში აქციების ჩავარდნის. ზუსტად იციან, რომ მათ აქციაზე არათუ საზოგადოება, მათივე აქტივი არ დადის, რადგან მაგრად „უტყდებათ“ კრიმინალების და გოიმების გვერდით დგომა. ვანო, კეზერა, შაშკინი, ხაბე და მისთანა დამნაშავეები საკუთარ ათიოდე მომხრესაც ვეღარ კრებენ. ამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ვირეშმაკობა და უკრაინისა და ევროკავშირის თემით მანიპულირება. პარტიულ მიტინგებს სწორედ უკრაინის და ევროკავშირის საფარით ფუთავენ და იმედი აქვთ, რომ ხალხი ამ ანკესზე წამოეგება…“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930