გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდებით პეტერბურგში პედაგოგი ქალი დააკავეს

28-07-2018

პეტერბურგში დაკავებულ იქნა 35 წლის პედაგოგი ქალი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი 15 წლის მოწაფის სექსუალური სახის გარყვნა.
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, როგორც 15 წლის მოზარდი ჰყვება, სექსუალური კავშირი მოხდა საკლასო ოთახში, როგორც კი დასვენებაზე გავიდა მთელი კლასი.


მოსწავლე ბიჭი თავს დაზარალებულად არ თვლის, მისი სიტყვებით სექსუალური სახის კავშირი მოხდა ორივე მხარის თანხმობით.
3 მარტს საგამოძიებო კომიტეტს საჩივრით მიმართა 15 წლის მოზარდის დედამ, საჩივარში აღწერილი იყო 35 წლის პედაგოგსა და მისი შვილის სექსუალურ კავშირზე.


დედის თქმით, მას და მის მეუღლეს ერთადერთი ბიჭი ჰყავთ, ფინანსურად არ უჭირთ და ამიტომაც შვილის მომავლისათვის ამჯობინეს, შვილი შეეყვანათ კომერციულ სკოლაში.


საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, პედაგოგმა ჯერ კიდევ გაკვეთილის დროს დაიწყო აღნიშნულ მოსწავლესთან საკუთარი ინიციატივით სექსუალური სახის მოფერება ბიჭის ინტიმურ ადგილზე, რაც გაკვეთილის დამთავრების მერე გადაიზარდა სექსუალურ კავშირში. თუმცა ამ ფაქტს პედაგოგიც და მისი სხვა მოწაფეები კატეგორიულად უარყოფენ.


პედაგოგს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი – გარყვნილი ქმედება სასწავლო დაწესებულებაში და სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან.


დაკავებული პედაგოგი გირაოთი გაათავისუფლეს სასამართლოს სხდომამდე, მას ხელი მოაწერინეს ქალაქიდან გაუსვლელობაზე.
ბიჭის მშობლების თქმით, მათმა შვილმა იმ "საბედისწერო" დღეს გაიგო ის, რაც მას სრულწლოვანებამდე წესით არ უნდა გაეგო.


ბიჭის მამა ნავთობის გამყიდველი კომპანიის მფლობელია, ბიჭის სოციალური გვერდი აჭრელებულია ამ არასრულწლოვნის სურათებით, სადაც ის ძვირადღირებული მანქანების საჭეს უზის, არასრულწლოვნობის მიუხედავად, ეწევა და სვამს ალკოჰოლურ სასმელს.


დადებული აქვს აგრეთვე მშობლებთან ერთად უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობის სურათები.


მშობლების ჩარევის მერე მოზარდმა განაცხადა, რომ პედაგოგმა ის ჯერ კიდევ გასულ წელს "გარყვნა" ძალადობის გამოყენებით.


პედაგოგი კატეგორიულად უარყოფს არასრულწლოვანთან რაიმე სახის სექსუალურ ურთიერთობას, სკოლის პედაგოგებიც უარყოფენ აღნიშნულ ფაქტს, ისევე როგორც ბიჭის კლასელები.


სავარაუდოდ, პოპულარულობის მოსაპოვებლად არასლუწლოვანმა შვილმა შეთხზა და დედას მოუყვა ეს ისტორია, რაზეც დედის რეაქციამაც არ დააყოვნა.
საინტერესოა, რას იტყვის სასამართლო, დაუჯერებს არასრულწლოვან მოსწავლეს თუ დაუჯერებს მის პედაგოგს და კომერციული სკოლის პედაგოგებს და "დაზარალებული" ბიჭის კლასელებს.




intermedia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930