გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ყველა ხვრელიდან გამოძვრნენ ლუციფერის ნაშიერნი - სულ რომ არ გინდოდეს მათი დაფინანსების, მისი მიზნობრიობისა და საბოლოოდ მისაღწევ „ისედაც გამჭირვალე“ მიზნებში ეჭვის შეტანა, აქტიურად გიბიძგებენ ამისკენ

28-02-2023

საერთოდ, შორს იყო ჩემგან იმ ვარაუდის დაშვება, რომ შესაძლოა ყველაზე მტკივნეული საკითხი - დონორსა და მომხმარებელს შორის ფინანსურ ურთიერთობებში, ფულის „გათეთრების“, ე.წ. „ატკატების“, არამიზნობრივი ხარჯვის გამოაშკარავებაშია, მაგრამ ამ აზრისკენაც გიბიძგებენ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


მისივე თქმით, უცხოური გავლენის პოტენციური აგენტები სოციალური ფენის ისეთ წარმომადგენლებზე ცდილობენ ცილისმწამებლურ მანიპულირებას, როგორიც არიან შშმ პირები, სტუდენტები, პედაგოგები, მეცნიერები, პუბლიცისტები და ა.შ. „იმ კლასიკური გამოცანისა არ იყოს - კვერცხი იყო ჯერ, თუ ქათამი - გინდა, არ გინდა, დაფიქრდები, ჯერ ცილისწამებასთან, დეზინფორმაციასთან, პოლიტიკურ და მედიასიცრუესთან ბრძოლის კანონპროექტის პრეზენტაცია უნდა მოეხდინა „ხალხის ძალას“, თუ ამ ტოტალური ტყუილის ავტორების უწყინარ რეესტრში შემყვანი საკანონმდებლო ინიციატივისა.

ყველა ხვრელიდან გამოძვრნენ სიცრუის მამის - ლუციფერის ნაშიერნი, რათა ტყუილის ყოველდღიური ახალი ნაირსახეობით მოწამლონ საზოგადოება. სულ რომ არ გინდოდეს მათი დაფინანსების, მისი მიზნობრიობის და საბოლოოდ მისაღწევ „ისედაც გამჭირვალე“ მიზნებში ეჭვის შეტანა - აქტიურად გიბიძგებენ ამისკენ. თანაც ორივე მხრიდან - დონორებიც და მომხმარებლებიც.


საერთოდ, შორს იყო ჩემგან იმ ვარაუდის დაშვება, რომ შესაძლოა ყველაზე მტკივნეული საკითხი - დონორსა და მომხმარებელს შორის ფინანსურ ურთიერთობებში, ფულის „გათეთრების“, ე.წ. „ატკატების“, არამიზნობრივი ხარჯვის გამოაშკარავებაშია, მაგრამ ამ აზრისკენაც გიბიძგებენ. ამან კი, შესაძლოა, ამ ფინანსური ნაკადების რეალური მკვებავი ძალის, ამა თუ იმ სახელმწიფოს გადასახადების გადამხდელთა პროტესტი გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც მოახლოვებულია არჩევნები და მართველი პარტიის კონკურენტები ბოლო ერთ წელიწადში სწორედ რომ საკუთარი ქვეყნის არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯვებზე ამახვილებენ ყურადღებას.


ამ ვითარების შენარჩუნების, მწარე და შესაძლოა, დანაშაულებრივი რეალობის არგამოაშკარავების მიზნით, უცხოური გავლენის პოტენციური აგენტები ცდილობენ, სოციალური ფენის ისეთ წარმომადგენლებზე მოახდინონ ცილისმწამებლური მანიპულირება, როგორიც არიან: შშმ პირები, სტუდენტები, პედაგოგები, მეცნიერები, პუბლიცისტები და ა.შ. - რომელთა უცხოური დაფინანსების ოდენობას ან გაგრძელებას „ხალხის ძალის“ ეროვნული კანონპროექტი საერთოდ არანაირად არ ეხება! საკუთარი, დღემდე გაუმჭვირვალე, სავარაუდოდ, შავი ფულისა და მიზნების, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დაფარვის გამო - ეს მავნებლები უხეშად თამაშობენ საქართველოს მოქალაქეთა გრძნობებით, რათა დაარწმუნონ ისინი, მოქმედი ხელისუფლების „არაადამიანურ“ და „ანტიეროვნულ“ ქმედებებში, რომლებსაც „ანტიდემოკრატიულ“, „ანტიდასავლურ“ და „რუსულ“ მანტიაში ფუთავენ.


ამ ქვეყანაში, მის წესიერ, ნიჭიერ, კანონმორჩილ და შემოქმედებით ნაწილს არაფერი არ ემუქრება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი დედა-ეკლესიის და საბაზისო ფასეულობების „დაუძინებელი მეგობრებისაგან“ განსხვავებით. მათ მოუწევთ დაემორჩილონ თამაშის ახალ წესებს - მათი ვირტუალური, პარალელური „სახელმწიფო სახელმწიფოში“ თავის უკონტროლო ფინანსებით და ფარული მიზნებით, თავის გარდაუვალ დასასრულისკენ მიექანება! გამჭირვალობა, აქამდე „მიუკარებელი არასამთავრობო ბრახმანებისთვის“ გახდება ან სავალდებულო წესი, ან მათთვის ძვირადღირებული ფუფუნების საგანი!“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930