28-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, საქპატენტი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო აღიარებების კუთხით მუშაობს. ამ მიმართულებით გაფორმდა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება მოლდოვის რესპუბლიკასთან, ასევე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა და კვლავ გრძელდება პირდაპირი წესით რეგისტრაციები.
საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებად სტაჟიორთა პროგრამა. სტაჟიორების ნაწილი უკვე აყვანილია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე მიმდინარეობს კონკურსი.
როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველო საავტორო უფლებების სფეროში. ამ მიმართულებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე. ასევე, ტენდერის გზით შეირჩა აუდიტორული კომპანია რომელიც საქართველოში მოქმედი კოლექტიური ორგანიზაციის მიერი ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის საკითხებს შეისწავლის. გარდა ამისა, საქართველომ მოიპოვა GI მსოფლიო სიმპოზიუმის ჩატარების უფლება და სიმპოზიუმი ივნისში გაიმართება.
16-11-2024
16-11-2024