გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

28-02-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დანიელ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.  მინისტრმა დანიელ დიპლომატს ეროვნული გვარდიისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.


დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930