გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკო ფალიანი: ITB გვაძლევს საშუალებას, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ სწორ სეგმენტს და ამით გავზარდოთ საქართველოს მიმართ ინტერესი

1-03-2023

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათი ცნობით, გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.


ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან. 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი.


სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სამთო გიდი ნიკო ფალიანი.


„პირველ რიგში გამომდინარე იქიდან რომ ITB ბერლინი ტურისტულ ინდუსტრიაში არის ყველაზე დიდი გამოფენა და წელს საქართველო არის ამ გამოფენის მასპინძელი, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ტურიზმის ინდუსტრიაში და საქართველოს ღირსშესანიშნაობების წარმოჩენას.


როგორც სამთო გამყოლი საქართველოდან ITB ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან მიხარია, რომ საშუალება მეძლევა ვიყო itb-ზე წარდგენილი როგორც სპიკერი საქართველოდან და ვისაუბრო სათხილამურო ინდუსტრიაზე და საქართველოს პოზიციონირებაზე ფრი რაიდში და სათხილამურო ინდუსტრიაში, თუ რა მომავალი გააჩნია საქართველოს და ზოგადად რისი შეთავაზება შეგვიძლია ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ ITB ზუსტად გვაძლევს იმის საშუალებას რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ სწორ სეგმენტს და ამით გავზარდოთ საქართველოს მიმართ ინტერესი”, - აცხადებს სამთო გამყოლი, ნიკო ფალიანი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930