3-03-2023
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა დინ გოსპერმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ.
"თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატია ჩემპიონატთა შორის. გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპოტრის ამ სახეობის მიმართ. ძალიან თანმიმდევრულია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და ხელისუფლების თრანამშრომლობა მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან.
ინფრასტრუქტურა მართლაც გამორჩეულია რაც კი ოდესმე მინახავს, რაც საშუალებას აძლევს სპორტსმენებს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია საქართველოსთვის, ვიმედოვნებ, რომ მალე ქართველ სპორტსმენებსაც ვიხილავთ საპრიზო ადგილებზე". განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევერმა დინ გოსპერმა .
16-11-2024
16-11-2024