გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ცხომელიძე: ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა როგორც ქვეყნისთვის, ისე კერძო სექტორისთვის

3-03-2023

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023  საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.


ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.  44 ტუროპერატორთან და  23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს  სასტუმრო მერკური თბილისის და IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე.

 

„ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა საოცრად კარგი მარკეტინგული შესაძლებლობაა საქართველოსთვის  და რა თქმა უნდა კერძო სექტორისთვის,  სასტუმროს წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ ასეთი მშვენიერი შესაძლებლობა,  რომ ასე კარგად წარმოვაჩინოთ ქვეყანა,  ჯერ არ მოგვცემია“,-აცხადებს მაკა ცხომელიძე.


2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930