გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო თემა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხი განმარტა

3-03-2023

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელიც ფულის სანაცვლოდ „რელიგიური მოტივით“ ათავისუფლებს ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, რაც მისი თქმით, სიმახინჯეა.


თავდაცვის მინისტრმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ იმოქმედებს გადავადების საკითხი ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა.


„თუკი განსაკუთრებულ შემთხვევაში პირს უნდა ერთი წლით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება, მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. დამდგარი ვალდებულება მას გადაეწევა ერთი წლით, ხოლო შემდეგ წელს ის არ მოხვდება შერჩევით სიაში და შესაბამისად, ავტომატურად მოუწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930