გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დუდანა მაზმანიშვილი: ITB არის საშუალება, მსოფლიოს ჩვენი თვალით დავანახოთ და შევაყვაროთ ულამაზესი საქართველო

5-03-2023

გერმანიაში, ბერლინის ტურისტული გამოფენა ქართული კონცერტით გაიხსნება. გალა შოუს ფარგლებში ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა. გამოფენის მნიშვნელობასა და ქართული მუსიკალური პროგრამის შესახებ საუბრობს მუსიკოსი დუდანა მაზმანიშვილი.


„ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა წელს უნიკალურ საშუალებას გვაძლევს, მსოფლიოს ჩვენი თვალით დავანახოთ და შევაყვაროთ ულამაზესი საქართველო. ვინც ამ უძველეს კულტურას, სითბოსა და სილაღეს გაეცნობა, ის ხომ სულ ჩვენს ქვეყანაში მოინდომებს დასვენებას“,-აცხადებს დუდანა მაზნიაშვილი.


ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებას და არქიტექტურას გაეცნობიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930