6-03-2023
ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, ავუხსნა, რომ ეს არის ტყუილი, ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე - ეს არ არის კანონი - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ხალხის“ ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონს უწოდებენ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდე პირველი მოსმენით არ არის მიღებული.
„თქვენ ეძახით კანონს კანონპროექტს, რომელიც ჯერ პირველი მოსმენით არ არის მიღებული. თხოვნა მაქვს, ახსნას ვინმემ, რატომ უწოდებთ კანონს, როდესაც პირველი მოსმენით არ არის მიღებული და გაკეთდა დათქმა, რომ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენის ფარგლებში, მათ შორის ტერმინოლოგიური იქნება თუ სხვა საკითხი, ვიმსჯელოთ. მაინც ამბობთ, რომ ეს არის კანონი.
სად არის სიმართლე? მერე გწყინთ, რომ რატომ ვაკეთებთ განმარტებას. მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, რომ ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ავუხსნა ხალხს, რომ ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე - ეს არ არის კანონი - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024