7-03-2023
„არაფერი არგუმენტი რომ არ არსებობდეს, ერთი არგუმენტი ამართლებს მარტო ამ კანონის მიღებას. ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია გახსოვთ? ეჭვი ხომ არავის ეპარება და ზუსტად ხომ გვაქვს ყველას, მათ შორის თქვენც ინფორმაცია, რომ რუსული ინტერესი და რუსული ფინანსები იყო, გარკვეულწილად, და ყველაზე არ ვლაპარაკობ იქ ჩართულ ადამიანებზე, გარკვეული მიმართულებებით მიემართებოდა რუსული ძალიან მსხვილი ფინანსები იმისთვის, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეშლოდა,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ზუსტად პარტნიორი ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების გარკვეული ორგანიზაციებიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლებიც „უსაფორთებდნენ“ ამ კამპანიას.
მისივე თქმით, როდესაც გაჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი ემთხვევა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, რომელიღაცა ორგანიზაციიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლის ინტერესს, იქ ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება ამოვარდეს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ იყოს გამჭვირვალე, საიდან იღებენ და რაში იხარჯება თანხები. მეტი არაფერი იქ არ არის. მისივე თქმით, ამის გაყიდვის მცდელობა აქვთ რუსულად და უხერხულობის გრძნობა იმ ხალხს, რომელიც ამაზე ლაპარაკობს , საერთოდ არ გააჩნია არცერთს.
„დამემოწმებით თითოეული თქვენგანი, ოპერატორებსაც კი ემახსოვრებათ და საზოგადოების წევრებს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ამ ქვეყნების გარკვეული ორგანიზაციებიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლებიც ე.წ. ასე რომ დავარქვათ „უსაფორთებდნენ“ ამ კამპანიას. და დღეს მე ახლა მტკიცებით ფორმატში ვამბობ, რომ გვაქვს ინფორმაცია. დოკუმენტზე ასახული არც ის მაქვს, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა და არც ამ კამპანიისთვის რომ ფინანსდებოდა ქართული ენჯეო. მაგრამ ეს ხომ ყველამ ვიცით ზეპირად.
მაგრამ, როდესაც ფურცელზე დაიწერება ეს ყველაფერი, შემდეგ კითხვას დასვამს ქართველი კაცი თუ ქალი თამამად, რატომ ხდება, რომ რუსული ინტერესი, რომ ენერგო დამოუკიდებლობა ამ ქვეყნის არ არსებობდეს, ემთხვევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის, რომელიღაცა ორგანიზაციიდან დაფინანსებული ენჯეო სექტორის წარმომადგენლის ინტერესს. რატომ ხდება, რაშია საქმე, ამის შემდეგ კითხვას დავსვამ და იქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება ამოვარდეს. დღეს, ხალხს ატყუებთ, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი და სთავაზობთ, რომ შემოსავლებში წავიდეს ადამიანი, შემდეგ სუსში, სადაც ინფორმაციას ვერ მისცემენ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
სუსში თუ არა შემდეგ უნდა წახვიდე შემოსავლებში და იქ მოიკითხო - დღგ გადასახადიდან ისედაც გათავისუფლებულები არიან, საშემოსავლო გადასახადიდან რაღაც ივარაუდო, მერე გრანტების შესახებ კანონის მიხედვით სადღაც წახვიდე და ასე უნდა იარო. საბოლოდ საბუღალტრო ექსპერტიზები უნდა ატარო იმისთვის, რომ დაახლოებითი წარმოდგენა შეგექმნას. და საუბარია იმაზე, რომ იყოს უბრალოდ გამჭვირვალე, საიდან იღებს და რაში ხარჯავს. მეტი არაფერი იქ არ არის. და ადმინისტრაციული ჯარიმა წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას არ გააკეთებს და ეს გაყიდეთ რუსულად. ამის გაყიდვის მცდელობა გაქვთ რუსულად და უხერხულობის გრძნობა იმ ხალხს, რომელიც ამაზე ლაპარაკობს , საერთოდ არ გააჩნია არცერთს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ
16-11-2024
16-11-2024