7-03-2023
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამერიკული აგენტების შესახებ კანონის ევროპარლამენტში დანერგვის ინიციატორი არის EPP - ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია. სხვათა შორის ის პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა"- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
გვიდიანი აღნიშნავს, რომ ტრენდად იქცა და ვისაც არ ეზარება თაბახ სიბრძნეებს არ იშურებენ ამ კანონპროექტის დასაგმობად. სინამდვილეში ეს კრიტიკა ხელოვნურია, არ გააჩნია საფუძველი და, მით უმეტეს, რაიმე გონივრული დასაბუთება.
„გაუგონარი საგიჟეთი ხდება!!! უკვე ტრენდად იქცა და ვისაც არ ეზარება თაბახ სიბრძნეებს არ იშურებენ ამ კანონპროექტის დასაგმობად. სინამდვილეში ეს კრიტიკა ხელოვნურია, არ გააჩნია საფუძველი და, მით უმეტეს, რაიმე გონივრული დასაბუთება. - ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპასო; - ეს კანონი არა ამერიკული, არამედ რუსულიაო; - ეს კანონი შეაფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალსო; ახლა რა ხდება სინამდვილეში გარდა იმისა, რომ ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს, ასევე, ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე. (იხ. ბმული https://www.euractiv.com/…/eu-must-copy-us-transparency…/… https://www.europarl.europa.eu/…/CRE-9-2023-02-13_EN.html… ) თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამერიკული აგენტების შესახებ კანონის ევროპარლამენტში დანერგვის ინიციატორი არის EPP - ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია.
სხვათა შორის ის პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა". ევროპარლამენტარების საჯარო კომენტარებში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ ახლა ევროპული სუვერენიტეტის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა მესამე ქვეყნიდან შემოსული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. მოკლედ, რა გამოდის, ამერიკა თავის ინტერესებით მოქმედებს - ევროპა თავისი, ხოლო მაინც და მაინც საქართველომ უნდა იაროს სხვისი ინტერესებით? - ასე არ გამოვა, არასამართლიანია და იმიტომ. კიდევ ეს მაინტერესებს, თუ ამერიკაში და ევროპაში მოქმედებს ასეთი კანონები, როგორ შეუშლის ხელს ჩვენს ევროპულ გზას ანალოგიურის დანერგვა საქართველოში?! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? რამე გონივრული დასაბუთება ხომ უნდა ისმოდეს? ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი, საჭიროა არგუმენტირებული მსჯელობა და არა უშინაარსო წივილ-კივილი“- წერს გვიდიანი.
16-11-2024
16-11-2024